რეზონანსი
(10.07.2023)

საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას ძვირადღირებული ნივთების მოპარვას ედავებიან. შემთხვევა ათენის ცენტრში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 32 წლის კაცი წარსულში ნასამართლევია. მას ბრალად ქურდობა, ასევე, იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შენახვა ედებოდა. დაკავებულს თან ახლდა 34 წლის თანამემამულე, რომელსაც ყალბი პასპორტი ჰქონდა.

პოლიციის ცნობით, დამნაშავეები პროკურატურაში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე