რეზონანსი
(10.07.2023)

თბილისში, ვაზისუბანში ბაბუას და შვილიშვილს ესროლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი თავიდან ახალგაზრდებს შორის დაიწყო, რა დროსაც ბაბუამ მათი გაშველება სცადა. თავდამსხმელმა ორივეს ცეცხლი გაუხსნა.
ბაბუა და შვილიშვილი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ხანდაზმულ ბაბუასა და 32 წლის შვილიშვილს დაზიანებები ზურგის და ფეხის არეში აღენიშნებათ.
პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა.
რა გახდა დაპირისპირების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



