რეზონანსი
(09.07.2023)

უმძიმესი ავარია მოხდა სვანეთში. "მეტრონომის" ინფორმაციით, დაღუპულია ორი ახალგაზრდა. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, უშგულიდან არიან.

როგორც წყარო გვიყვება შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილები გიორგი რატიანი და გიორგი ნიჟარაძე არიან.

ჩვენი ინფორმაციით, სამი ახალგაზრდა მულახის გზაზე მდინარეში გადავარდა. 2 დაიღუპა ერთი კი გადარჩა.

ცნობისთვის, მულახის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - მანაქანა მდინარეში გადავარდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მათი ცხედრები მდინარიდან უკვე ამოასვენეს.

ავარია გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.

წყარო: "მიქს მეტრონომი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე