რეზონანსი
(08.07.2023)

საქართველოში ორმა უმსხვილესმა ბანკმა - „თიბისიმ" და „საქართველოს ბანკმა" ორგანიზაცია ალტ-ინფოს ანგარიშები დაუბლოკეს.
ორივე ბანკში ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ.
თავად ალტ-ინფოს წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, თუმცა ორგანიზაციის წევრები ფაქტს სოციალურ ქსელში ადასტურებენ.
„პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც გააჩნია ქრისტიანი საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია „ალტ-ინფო" და „კონსერვატიული მოძრაობა" 2 ბანკი - საქართველოს ბანკი და TBC ბანკი აუქმებს მათ ანგარიშებს!!!
ეს არის სისტემის ფართხალი უკვე!!!
წარმოიდგინეთ ახლა „ციფრული ფული" რომ იყოს მარტო ქვეყანაში", - წერს ალტ-ინფოს ერთ-ერთი წევრი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



