
პრაიდის კვირეულის მთავარი ღონისძიება წესით რამდენიმე საათში დაიწყოს. ფესტივალის პარალელურად, მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წევრები აქციის გამართვას რამდენიმე ლოკაციაზე გეგმავენ. მოძრაობაში ამბობენ, რომ პრაიდის მონაწილეებს, ფესტივალის გამართვის შესაძლებლობას არ მისცემენ.
„გუშინ საღამოს ჩვენ ვიხილეთ იმ ტერიტორიის მესაკუთრისა და დირექტორის განცხადება, სადაც დაგეგმილია ე.წ. ლგბტ პრაიდ-ფესტივალის ჩატარება. ამ განცხადების მიუხედავად, როგორც ჩანს, ძალიან დიდია ზეწოლა, როგორც მესაკუთრეებზე, ისე ზოგადად, ჩვენს ქვეყანაზე. ეს არის ქვეყნის გარედან. მომავალი, ძალიან სერიოზული წნეხი. როგორც ვნახეთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება.
დღეს რეალურად, სიტუაცია ასეთია: საქართველოს მტრები არიან ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ქართველი ხალხი კი ერთიანია და მტკიცეა საკუთარ პოზიციაში, რომ საქართველოში არა და ვერასდროს ჩატარდება ლგბტ პრაიდ-ფესტივალი. ცხადია, ეს მოხდება მშვიდობიანად, ქართველი ხალხის ერთობითა და სიმტკიცით“, - განაცხადა მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



