
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეზინფორმაციას კეთილშობილური მიზნები არასდროს აქვს. ვისაც სურს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში და მათი აბსოლუტური ძალაუფლების აღდგენა, ქართველი ხალხი ამას შეეწინააღმდეგება
„საქართველოში არ მოხდება არასდროს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველი ხალხი მისცემს ხელისუფლების მანდატს, ამიტომ ერთადერთი გზაა დემოკრატიის გვერდის ავლა, არჩევნების გვერდის ავლა, გარკვეული არეულობისა და რევოლუციური სცენარების შექმნა და ყველა ეს ნაბიჯი დაკავშირებულია ყალბ, დეზინფორმაციულ კამპანიებზე. ჩვენ ვნახეთ, დეზინფორმაცია ამ შემთხვევაში მოდიოდა დასავლეთიდან. ვნახეთ ჩვენ დეზინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. წელიწად ნახევარი ტყუილს ჰყვებოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები, უცხოური მედია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ერთი წელია ტყუილს ამბობდა ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი და მედია სანქციებთან დაკავშირებით. ორი ტყუილი, რომელიც მთელ მსოფლიოს მოსდეს დეზინფორმაციული კამპანიის სახით. დეზინფორმაციას კეთილშობილური მიზნები არასდროს აქვს. დეზინფორმაციის მიზანია კონსპირაციის შექმნა, დაბნეულობის შემოტანა საზოგადოებაში, არევა მდგომარეობის იმისთვის, რომ ამღვრეულ წყალში დემოკრატიის გვერდის ავლით „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარონ კვლავ ხელისუფლების სადავეები. ვხედავთ, რომ ამას ქართველი ხალხი არ უშვებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



