რეზონანსი
(06.07.2023)

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 6 ივლისის შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინული ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ასევე 42 თავდასხმა განხორციელდა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან.

როგორც გენშტაბი წერს, რუსეთის ჯარებმა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოქალაქეები დაბომბეს.

გენშტაბის ცნობითვე, რუსეთი თავის ძირითად ძალისხმევას კვლავ ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინის მიმართულებებით ამახვილებს - დღის განმავლობაში ამ მიმართულებებით 20 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენშტაბის ცნობითვე, ლიმანის მიმართულებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარები წარუმატებლად ცდილობდნენ უკრაინული ჯარების განდევნას.

რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, გენშტაბი წერს, რომ ივანოვოსა და ბილა ჰორას რაიონებში უკრაინულმა ძალებმა მტრის თავდასხმები წარმატებით მოიგერიეს.

ავდიივკას მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას დონეცკის ოლქის პერვომაისკის რაიონში.

მარინკას მიმართულებით კი უკრაინულმა ჯარებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე