
როგორც „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა „ქრონიკაში" განაცხადა, ჩვენ ამ წლების განმავლობაში გვახსოვს არაერთი თავდასხმა მეუფე შიოზე, ზოგადად ეკლესიაზე, მაგრამ ზუსტად მიზანმიმართულად მეუფე შიოზე იყო თავდასხმები, ცილისწამებები
„მას ხან რუსეთის აგენტად აცხადებდნენ, ხან პრორუს ადამიანად და დღეს იგივე ტელევიზიები, იგივე ადამიანები ამბობენ, რომ ამ მოწამვლაში რუსეთის ხელი ურევია. ზოგადად თუ თავშეკავებული იქნება ყველა ადამიანი ეკლესიის მიმართ, ასეთი თავდასხმებისა და ცილისწამებისგან, უკეთესი იქნება. მით უმეტეს ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ვრცელდება ხმები მსგავს მძიმე დანაშაულზე, როგორიც შეიძლება იყოს მოწამვლა. ჩვენ გვახსოვს ერთი ასეთი ფაქტი და ისიც გვახსოვს, როგორ დადგა ოპოზიცია იმ ადამიანის დაცვის სამსახურში, რომელიც ბრალდებულია სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ დანაშაულში", - განაცხადა სუბარმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები - მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



