რეზონანსი
(06.07.2023)

ბოლოს ბატონი დანილოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი: „დნესტრისპირეთი და საქართველო რომ „იყვნენ ახლა დაკავებულნი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით, უკრაინისთვის ეს იქნებოდა ძალიან კარგი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას გამოეხმაურა და ციტირება მოახდინა იმ უკრაინელი მაღალჩინოსნების სიტყვებისა, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩაბმას.

„ბატონი არესტოვიჩი: „ახლა არის ის დრო, როდესაც თქვენ უნდა შეხვიდეთ და დაიკავოთ აფხაზეთი და ოსეთი, იქ რუსის ჯარი აღარ არის, ვინც იყო, ყველა წავიდა."

ბატონი გონჩარენკო: „ქართველებს მოენატრათ აფხაზეთი და ოსეთი, მათაც მოენატრათ ქართველები, ამიტომ ახლა არის დრო, რომ თქვენ იქ შეხვიდეთ."

თავად ბატონი პოდოლიაკი: „ახლა არის დრო, როდესაც საქართველომ, როგორც რუსეთისგან ოკუპირებულმა ქვეყანამ, უნდა დაიკავოს აფხაზეთი."

ბოლოს ბატონი დანილოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი, აგვირგვინებს ამ ყველაფერს და ამბობს: „დნესტრისპირეთი და საქართველო რომ „იყვნენ ახლა დაკავებულნი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით, უკრაინისთვის ეს იქნებოდა ძალიან კარგი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე