რეზონანსი
(06.07.2023)

საპატრიარქოში მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა. ჟურნალისტებს ამ თემაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი,​ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესაუბრა.

„ნაწილობრივ შეიძლება საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა. გვაქვს ფაქტი, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები - აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი. დაზუსტებით სხვა რამის თქმა დღეისთვის რთულია", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, დღეს მეუფე შიოს მდგომარეობა ნორმალურია და ის მუშაობს. ეჭვებსა და ვარაუდებზე საუბრისგან დეკანოზმა თავი შეიკავა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე