რეზონანსი
(06.07.2023)

6-7 ივლისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს. 8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს და მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

აღმოსავლეთ საქართველოში 10 ივლისამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა.

თბილისში მხოლოდ 7 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე