რეზონანსი
(06.07.2023)

როგორც საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პოდილიაკის განცხადების მიზანია, ისეთი სურათი შექმნას, თითქოს კობახიძის განცხადებებშია აღწერილი, რომ უკრაინას საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა სურს

ვოლსკის კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინას საქართველოსგან არასდროს მოუთხოვია მეორე ფრონტი".

ვოლსკის განცხადებით, გაერთიანებული ქართულ-უკრაინული მოძრაობა მუდმივად და ყოველგვარი მინიშნებების გარეშე საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებდა.

„პოდილიაკის განცხადება ჰაერიდან მოგონილი არ არის. მისი განცხადების მიზანია, ისეთი სურათი შექმნას, თითქოს კობახიძის განცხადებებშია აღწერილი, რომ უკრაინას საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა სურს. ეს მაშინ, როცა ყველას გვახსოვს, რისთვის გაიწვია უკრაინამ ელჩი და მაღალი პოლიტიკური დონეებიდან რა განცხადებები კეთდებოდა, როგორ ერთვებოდა მათი პრეზიდენტი იმ მიტინგებში, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას ეხებოდა.

გაერთიანებული ქართულ-უკრაინული მოძრაობა მუდმივად და ყოველგვარი მინიშნებების გარეშე საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებდა. ამ თემამ როდესაც სათანადო განვითარება ვერ მიიღო და უკიდურესად არაპოპულარული გახდა, დღეს ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ირაკლი კობახიძემ რაღაც მოიგონა, როცა აშკარად მიმდინარეობდა პიარკამპანია ჯერ სააკაშვილზე და შემდეგ საომარ მოქმედებებზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე