რეზონანსი
(06.07.2023)

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა, ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ვნახეთ, მძიმეა და ბუნებრივია, დიპლომატიურ ურთიერთობებზე პოზიტიურად ვერ იმოქმედებს - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა, ყველასთვის ცნობილია, ეს თემა არის დახურული

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება უსამართლო და უსაფუძვლოა.

„უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლო და ყოვლად უსაფუძვლოა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რა მდგომარეობაც არის ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისთვის ცნობილია და კითხვები ამაზე მგონია, რომ არ ჩნდება. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ ღირსეულ დამოკიდებულებას, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ გვაქვს, მითუმეტეს, რომ ომის მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომელიც გვქონდა და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევები მეტი აღარ იქნება და პირიქით, გადაიდგმება ნაბიჯები, რაც გაამყარებს ჩვენ ურთიერთობებს. ასეთი ნაბიჯი, რაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ვნახეთ, მძიმე ნაბიჯია და ბუნებრივია, დიპლომატიურ ურთიერთობებზე პოზიტიურად ვერ იმოქმედებს, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ ხდება ეს, რატომღაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ხელისუფლებამ. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა, ყველასთვის ცნობილია, ეს თემა არის დახურული. მასთან მიმართებით არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე, ის იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა, იცით, რომ სამკურნალო დაწესებულებაშია და იქ იხდის სასჯელს. კითხვები არ არსებობს ქვეყნის შიგნით და ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაც მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების თვალსაზრისით არ არის კარგი ნაბიჯი,"- განაცხადა კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე