რეზონანსი
(06.07.2023)

"რუსთავი 2-მა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო მართლაც შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო 1 კვირის წინ.

ასევე, გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.

საპატრიარქოში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

"დადასტურებული არ არის", - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე