რეზონანსი
(06.07.2023)

ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, 16 წლის ლუკა აბულაძეს 2 დღეა ვერ პოულობენ და ის ბოლოს შერატონის ტერიტორიაზე, ზღვის მხარეს ნახეს.

„მეგობრემო 2 დღეა გაუჩინარდა ლუკა აბულაძე. არის 16 წლის, აქვს გძელი თმა. ბოლო ლოკაცია - „შერატონის“ ტერიტორიაზე ზღვის მხარეს. თუ ვინმემ შენიშნეთ, შემეხმიანეთ. ღმერთო, გვაპოვნინე ცოცხალი. ჩემო სულო და გულო, გამოჩნდი, ვნერვიულობთ ყველა“ - დაწერა სოფია აბულაძემ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე