რეზონანსი
(05.07.2023)

მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას" დამფუძნებელს, ვატო შაქარიშვილს ლისის ტბის მიმდებარედ მიმდინარე „თბილისი პრაიდის" კვირეულსა და დაგეგმილ დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. მისი თქმით, უარყოფით პოზიციას გამოხატავს იმ ტერიტორიის მესაკუთრეთა ნაწილიც, სადაც პრაიდის ღონისძიება უნდა ჩატარდეს. ტერიტორია „თბილისი იპოდრომ სერვისს" ეკუთვნის, იჯარით კი, თბილისის ოფენ ეარს აქვს აღებული.

„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ ყველაფერს ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევს და შედეგი იქნება ის, რომ ლგბტ პრაიდი საქართველოში, თბილისში ამ ფორმით ვერ ჩატარდება. ლგბტ თემი და მათ უკან მდგომი ძალები არ ამთავრებენ პროვოკაციებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია მესაკუთრეებთან დაკავშირებით, თუ ვის ტერიტორიაზე აპირებენ „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ამ მასშტაბური სოდომ-გომორის ორგანიზებას. მესაკუთრეებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და მათი ნაწილი მკაფიოდ წინააღმდეგია იმისა, რომ მათ ტერიტორიაზე ჩატარდეს პრაიდ ფესტივალი", - აცხადებს შაქარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე