რეზონანსი
(05.07.2023)

კიევში, შევჩენკოვის სასამართლოში აფეთქება მოხდა - ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ. მათივე ცნობით, არის ცნობები დაღუპულების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, შენობაში ბრალდებულმა სამი ყუმბარა ააფეთქა, ბადრაგს იარაღი წაართვა და მძევლად აიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფი, სპეცრაზმი და კინოლოგები არიან მობილიზებული.
ბრალდებულმა 2015 წელს რადას მახლობლად ტერორისტული აქტი ჩაიდინა.
მთავარი არხი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



