რეზონანსი
(05.07.2023)

საქართველო ყველგან უჭერს მხარს უკრაინას, სადაც კი ეს შესაძლებელია და ერთ-ერთი მთავარი პროცესი, რაც არის, საქართველო გახდა თანასპონსორი ჰააგაში გაგზავნილი საქმისა ამ საშინელ ომთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„შესაბამისად, მსგავსი მხარდაჭერა არასდროს იქნება დამოკიდებული ისეთ განცხადებებზე, რომელიც თუნდაც 2 დღის წინ გაკეთდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ამბიციაზე მაღლა დგას ის, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ ვიყოთ ერთიანი და ამაზე გვქონდეს ძალიან მკაფიო და ჩამოყალიბებული პოზიცია. მსგავსი საკითხები გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ბუნებრივად აჩენს უსამართლობის შეგრძნებას ჩვენს მოქალაქეები და ამას ყველას უნდა გაუწიოს ანგარიში, ვინც არ უნდა იყოს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე