რეზონანსი
(05.07.2023)

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის ყოფილი ელჩის რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორისა და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება. როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, მაიკლ მაკფოლის განცხადება არის წახალისება ოპოზიციისთვის, რომელსაც პულსიც აღარ ესინჯება.

„ამერიკულმა და ევროპულმა ტექნიკურმა ჯგუფმა საქართველოში შემოწმებისას თქვეს, რომ საერთაშორისო სანქციებიდან თავის არიდებას საქართველოში ადგილი არ აქვს. მაკფოლი ამბობს, რომ არ სჯერა - ნუ, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ. მაკფოლის ინტერვიუ იყო წაშველება პოლიტიკურად განადგურებული ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ ახლა ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება. როგორც ჩანს, ადგილობრივმა „ომის პარტიამ" „გლობალურ ომის" პარტიას მიმართა, რომ პრაქტიკულად რაღაცით დახმარებოდა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე