არჩევნებისთვის მზადება ოპოზიციაში შემოდგომაზე დაიწყება - ასეთია პოლიტიკოსების პროგნოზი, თუმცა, პარტიებს შორის კონფიგურაციის მაღალ ალაბთობას გამორიცხავენ, რადგან მთავარ ოპოზიციურ პარტიაში შიდა დაპირისპირება მწვავე ფორმებს იღებს, დიდი დაძაბულობაა და ტემპერატურაც მატულობს.
სიტუაციის შესაცვლელად რამდენიმე ვერსია მოიაზრება: პარტიის გადასარჩენად სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. მელიას ჯგუფის გამოყოფა და ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, ახალი შიდაპარტიული არჩევნებისთვის ბრძოლა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ბრძოლისთვის მზად არის; ოპოზიციას ერთი მაგიდის გარშემო დაჯდომასა და საერთო შეხების წერტილების მოძიებას სთავაზობს. ნიკა მელია პარტიაში თავისი პოზიციების გამყარებას და შიდა არჩევნებისთვის ბრძოლას იწყებს.
მოქმედი თავმჯდომარე ხაბეიშვილი ამომრჩევლებთან შეხვდერებს მართავს პენსიების გაზრდის დაპირებით. რა გეგმები აქვს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ნიკა გვარმიას, ჯერ უცნობია, გახდეს პოლიტიკური ფიგურა თუ სააკაშვილის ადვოკატად დარჩება.
ოპოზიციაში ლიდერის შერჩევის პროცესს უარყოფს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია, რადგან პარტიის თავმჯდომარედ რჩება ხაბეიშვილი, ნიკა გვარმია კი შეიძლება პოლიტიკაში არ წავიდეს.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში პირველობისთვის ბრძოლა არ დაწებულა, მაგრამ "ნაციონალურ მოძრობაში" ვეზირობისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო.
"ოპოზიციაში ლიდერის შერჩევის პროცესი არ დაწყებულა. ეს პროცესი დაიწყო "ნაციონალურ მოძრაობაში". სააკაშვილი გარეთ დარჩა - ასე არ იქნება, ის ყოველთვის იქნება რეალური ლიდერი. ამ ეტაპეზე მიდის ბრძოლა არა პირველობისთვის პარტიაში, არამედ ვეზირობისთვის.
"როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი, არის რამდენიმე მომენტი, რომელიც ღიად არ ჩანს, დროთა განმავლობაში გამოჩნდება, უფრო შემოდგომისთვის. გუნდი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" წავა, და აუცილებლად წავა, მისთვის სააკაშვილი არ იქნება რეალური ლიდერი.
"მელიას გააქტიურება გასაგებია, ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის შეიძლება იყოს კომპრომისული ვარიანტი ხაბეიშვილსა და მელიას შორის. ხაბეიშვილზე ნაკლები რით არის? თუ საქმე საქმეზე მივა არც მელიაზე არის ნაკლები. ეს გაირკვევა მიშასთან ურთიარეობის შემდეგ, გვარამიას აქვს შანსი სააკაშვილის კურთხევა მიიღოს"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური ლიდერებიდან ვერცერთი ვერ გახდება პოლიტიკური ლიდერი.
"გვარმია ახალი სახე არ არის ქართველი ამომრჩევლისთვის. მას იცნობენ დიდი ხანია და არა აქვს შანსი, რომ გახდეს პოლიტიკური ლიდერი. იგი განწირულია იმისთვის, რომ არ იყოს პოპულარული. იგივე ბედს იზიარებს დანარჩენები, ხაბეიშვილი, მელია, თუნდაც კეზერაშვილი.
"წლებია და ფაქტებით არის დასაბუთებული, რომ ვერცერთი მათგანი ვერ იქნება ის ლიდერი, რომელიც საზოგადოების მასიურ მხარდაჭერას მიიღებს. ბრძოლა პირველობისთვის პარტიის შიგნით ყოველთვის მიმდინარეობს. რას იზამს სააკაშვილი, არ ვიცი, მაგრამ, არსებით გავლენას ალბათ მოახდენს პროცესებზე, თუმცა, თავად ქართულ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება. ეს ხალხი დღეს იბრძვის იმისთვის, ერთგულება დაუმტკიონ სააკაშვილს, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ" - აცხადებს "რეზონანსთან" პეტრე მამრაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე