რეზონანსი
(05.07.2023)

საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისას" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და „თბილისი პრაიდის" ღონისძიების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამ ღონისძიების ჩატარებას.
„ქართველმა ხალხმა, არა ერთხელ და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებით დაამტკიცა, რომ არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ე.წ. პრაიდის ჩატარებას და ეს პოზიცია არ გადაიხედება!", - წერს ვატო შაქარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის" ყოველწლიური კვირეული 8 ივლისს გაიმართება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



