რეზონანსი
(05.07.2023)

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. დიპლომატიური ურთიერთობების დე-ფაქტო გაწყვეტას შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უწოდეს უმრავლესობაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ომის დასაწყისში ჰქონდა. 

"ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელიც უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გააჩნდა როდესაც ელჩი გაიწვიეს საქართველოდან, იმის გამო, რომ არ ჩაერთო საქართველო საომარ მოქმედებებში, არ გახსნა მეორე ფრონტი და ეს გაგრძელებაა გარკვეული პოლიტიკის, როდესაც საქართველო უნდა დაისაჯოს ამ გადაწყვეტილებით. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება არც პოლიტიკურ, არც სამართლებრივ მხარდაჭერას უკრაინისადმი არ შეწყვეტს," - აცხადებს გია ვოლსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე