რეზონანსი
(04.07.2023)

სახეზეა მორიგი არასწორი ტალღა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას" განუცხადა.

„სინამდვილეში სიტუაცია კვლავ უცვლელია. სააკაშვილმა დაიკლო წონაში, რისი მიზეზიც გახლავთ სავარაუდოდ ქირურგიული ჩარევა, რაზედაც საუბარი იყო და ასევე მის მიერ გამოცხადებული შიმშილობა და ის დიეტის რეჟიმი, რასაც ის თვითდაზიანებისთვის მიმართავდა. თუ ის დაემორჩილება იმ რეკომენდაციებს, რომელსაც აძლევენ, რასაკვირველია მას ჯანმრთელობის არავითარი პრობლემა არ ექნება", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე