მიხეილ სააკაშვილი კვლავ აცხადებს, რომ პოლიტიკური ბრძოლისთვის მზად არის. 3 ივლისს, 5-თვიანი პაუზის შედეგ, ის სასამართლო სხდომაზე ჩაერთო. „საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ყოლია, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ“, - ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.
პრეზიდენტის მიმართვის მთავარი ადრესატი საზოგადოება და „ქართული ოცნება“ იყო. სააკაშვილი ხელისუფლებას დებატებში იწვევს. „ვითხოვ ერთადერთს - ღია კამათს, ხალხმა გადაწყვიტოს თქვენ ხართ მართლები თუ მე“ - ამბობს სააკაშვილი, რომელიც ოცნებას ამ ფორმით ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს. ფიქრობს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის შექთმულება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და საზოგადოებას შიშის დაძლევისკენ მოუწოდებს.
ამასთანავე მან ოპოზიციას ერთი მაგიდის გარშემო დაჯდომა და საერთო შეხების წერტილის მოძიება შესთავზა. ასევე მოუწოდა დასავლეთს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება მოხდეს.
სააკაშვილი არის დებატებში საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან, ჩვენ მასთან არაფერი გვაქვს სადებატო - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ექსპრეზიდენტის მოთხოვნას ღია დებატებზე.
„სააკაშვილი არის დებატებში საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან, ჩვენ მასთან არაფერი გვაქვს სადებატო. ის არის პატიმრობაში და ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვზრუნავთ მაქსიმალურად, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ვამბობდით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ეს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არის 2 მთავარი პირობა - მიხეილ სააკაშვილმა ითანამშრომლოს ექიმებთან და ასევე მაქსიმუმი უნდა გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით,“- აცხადებს თალაკვაძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებები და სასამართლოზე განხორციელებული პერფომანსი უკვე სიცილის მომგვრელია, რადგან ის რეალობას სრულად არის აცდენილი. მისი აზრით, სააკაშვილი და მისი გარემოცვა, მას შედეგ რაც ყველა მცდელობა წყალში ჩაეყარათ, ახლა სამოქმედო გეგმაზე გადვიდნენ. სააკაშვილი აქტიურდება პოლიტიკურად, მაგრამ მისი ატქიურობა იმდენად აცდენილია მოვლენებს, რომ მისი სერიოზულად აღქმაც კი ჭირს.
„სააკაშვილი უკვე ორი კვირაა პოლიტიკურად აქტიურია, მაგრამ ამ აქტიურობამ რა მისცა ან რა შეცვალა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცოხვრებაში - ფაქტი სახეზეა. მითუემეტს ეს ადამიანი რეალობას იმდენად არის მოწყვეტილი, რომ მისი განცხადებების სერიოზული ანალიზიც კი ჭირს. სასამართლოზე მოწყობილი პერფომანსი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ყველა ხერხის შემდეგ, რაღაცა ახალ მოქმედებაზე გადავიდა, საიდანაც კვლავ არაფერი გამოუვა.
„სტრასბურგის სასამართლომ გარკვევით თქვა, რომ მას არც აწამებენ და არც წამლავენ, მან უბრალოდ უნდა ჭამოს. რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანების და რაღაცა საერთო დღის წესრიგზე შეთანხმების იდეას, ესეც ძალიან არაადეკვატურია, რადგან კაცს პარტია ეშლება, იქ ვერაფერი უქნია და რომელ ოპოზიციას აერთიანებს? სააკაშვილი პოლიტიკურად არის დასრულებული, უბრალოდ ის ქვეყნის იმიჯის შელახვით და მავნებლობით არის დაკავებული. სახვა მის საქმეს უკვე აღარაფერი წარმოადგენს. ამიტომაც რაც არ უნდა ილაპარაკოს, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს სულაც არ ადარდებს. მის ამომრჩეველშიც ეს ადამიანი სერიოზულ შთაბეჭდილებას აღარ ტოვებს და რაზე შეიძლება საუბარი. ეგ კი არა, მის პარტიაში აღარ ანაღვლებთ. უბრალოდ სააკაშვილს იყენებენ იმისთვის, რომ პარტიის ამომრჩეველი შეინარჩუნონ. სხვა დანიშნულება ამ ადამიანს აღარ აქვს“, - ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან“.
რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ რეალურად სააკაშვილის ციხეში ყოფნა მის პარტიასაც აწყობს, რადგანაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობით მანიპულირება მათ პოლიტიკურად აქტიურს ხდის.
„თუ დავაკვირდებით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას და მისი ჯამრთელობის მდგომარეობით მანიპულირება მისავე პარტიას აწყობს. რეალურად რასაც ახლა მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, ეს არის იმ ამომრჩევლის შენარჩუნებაზე მუშაობა, რომელიც პარტიას მის გამო უჭერს მხარს. სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებებიც ამას ემსახურება. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პარტიაშივე კომიკური ფიგურაა, 2024 წლის არჩევნებისთვის დიდს ვერაფერს მისცემთ. ამას სააკაშვილიც კარგად ხვდება, ამიტომ მისი აქტიურობის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის.
„თუმცა დაანონსებული პოლიტიკური აქტიურობიდან უკვე 2 კვირა გავიდა და რა მერე, შეიცვალა რამე? რაც შეეხება სააკაშვილის შეთავაზებას ოპოზიციის მიმართ, ძალიან სასაცილოა, რადგან თავად სააკაშვილს პარტია თითქმის დაეშალა და ოპოზიციამ მისი გადარჩენის ფორმულა როგორ უნდა მიიღოს? მითუმეტეს კაცი ციხეში ზის და საკუთარ პარტიის მართვაში არავინ რევს. სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა ყველაზე მეტად მერაბიშვილ-კეზერაშვილს არ აწყობთ, რადგან თავისუფლება ძლივს მოიპოვეს და როგორც იქნა პარტია ხელში ჩაიგდეს“, - ამბობს საყვარელიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე