რეზონანსი
(04.07.2023)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, მეზობლის მიერ მოკლული მამაკაცების ვინაობა ცნობილია.
ერთ-ერთი მათგანი, გურჯაანის მუნიციპალური სერვისის თანამშრომელი, 71 წლის მერაბ ზალუშვილია, მეორე კი, მისივე მეზობელი და ველისციხის მკვიდრი, ასევე 71 წლის - გივი კობერიძე.
მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე, სოფელ ველისციხეში მცხოვრები გიორგი ფარსადანიშვილია, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
მკვლელობა ველისციხეში რამდენიმე საათის წინ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცმა მეზობლები ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით, უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



