რეზონანსი
(04.07.2023)

თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მშვიდობის ხიდზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

"უსაფრთხოების მიზნით, 5-დან 19 ივლისამდე ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება.

პროექტის ფარგლებში, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერება ხდება. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ხიდის საკიდებს და მთავარი მალის სავალ ნაწილზე არსებულ დეფორმირებულ კიბეებს", - წერია განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ ხიდის რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი სპეციალისტების აქტიური ჩართულობითა და ზედამხედველობით ხორციელდება.

მშვიდობის ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე