რეზონანსი
(03.07.2023)

დღეს გამ­თე­ნი­ი­სას უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორტთან, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა­ში 6 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ავ­ტო­მან­ქა­ნა ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ას შე­ე­ჯა­ხა, გზი­დან გა­და­ვარ­და და აფეთ­ქდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­ხუ­თე - კლი­ნი­კა­ში, გა­დარ­ჩე­ნი­ლი და მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა ამ ეტაპ­ზე თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­შია გად­მოყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც გა­ირ­კვა, ოთხი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ბიჭი წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გე­გუ­თის მკვიდ­რი იყო.

ნიკა მჟა­ვია, სო­ფელ გე­გუ­თის რწმუ­ნე­ბუ­ლი:

"არა­ვინ იცის, რა და რო­გორ მოხ­და, მთე­ლი სო­ფე­ლი ამ ახალ­გაზ­რდა ბი­ჭებს გლო­ვობს. ბი­ჭე­ბი გე­გუ­თე­ლე­ბი არი­ან, გო­გო­ნე­ბი - არა. რო­გორც გავ­რცელ­და, ერთი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლა, მე­ო­რე კი თბი­ლის­ში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ, ისიც მძი­მედ არის. გო­გო­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა არ ვი­ცით, ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი არ არი­ან. ოთხი­ვე­ნი - ლაშა წი­ქო­რა­ძე, მა­მუ­კა ბრეგ­ვა­ძე, ჯუბა კუ­ხი­ა­ნი­ძე, გი­ორ­გი მა­მი­სე­იშ­ვი­ლი კარგი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. მათ­გან ჯუბა ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი (34 წლის) იყო, არ­ც ერ­თი მათ­გა­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის, 20-24 წლი­სა­ნი არი­ან. ოთხი­ვე­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს გე­გუთ­ში“.

და­ნი­ელ შა­ლი­კაშ­ვი­ლი ლა­შას და ჯუ­ბას მე­გო­ბა­რი:

"სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი, არ შე­მიძ­ლია, მთე­ლი დღეა სამ­სა­ხურ­ში ცრემ­ლებს ვიშ­რობ. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ვა­ხერ­ხებ გე­გუთ­ში ჩას­ვლას, იქ მინ­და ვიყო, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რის გამო არ გა­მო­დის. ლაშა წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნი, ტან­ვარ­ჯიშ­ზე ერ­თად დავ­დი­ო­დით ადრე. ასე­თი ხა­ლი­სი­ა­ნი, მუ­დამ ღი­მი­ლი­ა­ნი და ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი ცოტა მი­ნა­ხავს. მას პა­ტა­რა ძმა ჰყავს, მახ­სოვს, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი იყო ძმას რომ ელო­დე­ბო­და, მზე და მთვა­რე ამოს­დი­ო­და მას­ზე. ჯუბა ჩემი მე­ზო­ბე­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი ოჯა­ხის წევ­რი იყო, მის ხელ­ში გა­ვი­ზარ­დე.. ორი­ვე ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, მძი­მეა მათ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. ჯუბა იყო ყვე­ლას გა­ჭირ­ვე­ბის ტალკ­ვე­სი, ოღონდ ვინ­მეს რამე დას­ჭი­რე­ბო­და, მზად იყო და­სახ­მა­რებ­ლად, თან ჰყვე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს, სი­ცო­ცხლე უყ­ვარ­და ძა­ლი­ან. ლა­შაც და ჯუ­ბაც (და­ნარ­ჩე­ნებს შო­რი­დან ვიც­ნობ) ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და..."

AMBEBI.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე