რეზონანსი
(03.07.2023)
ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი ყირიმის გათავისუფლებაა.
„ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ უკრაინას ყირიმის გარეშე. სანამ ყირიმი რუსული ოკუპაციის ქვეშ არის, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ომი ჯერ არ დასრულებულა", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა სცენარი, რომლის მიხედვითაც მშვიდობა შესაძლებელი იქნება ყირიმის გარეშე, უკრაინის ლიდერმა უპასუხა:
მაშინ ეს არ იქნება გამარჯვება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე