ამ წუთებში სრულდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია. ამ დრომდე, ვფიქრობ პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ნამდვილად წარმატებით ჩაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.
„აბიტურიენტების 95% გამოცხადდა, გვქონდა დაგვიანების შემთხვევებიც, თუმცა არ გვქონია არცერთი შემთხვევა გამოცდიდან მოხსნის. წელს აბიტურიენტების მართლაც რეკორდული რაოდენობა გვყავს, ჩვენ ყველა ზომა მივიღეთ, რომ მაქსიმალურად მომზადებულები ვყოფილიყავით.
რაც შეეხება შეფასების ნაწილს, როგორც წესი აგვისტოს პირველ ნახევარში ვაცხადებთ შეფასებებს. შემდეგ არის აპელაციის პერიოდი და შემდგომ უკვე, აგვისტოს ბოლოს ცხადდება საბოლოო შედეგები. ბარიერები არ შეცვლილა, იგივე დარჩა რაც წინა წელს", - აღნიშნა გორგოძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე