რეზონანსი
(03.07.2023)

ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში 6 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - კლინიკაში.

მძიმეა საავადმყოფოში გადაყვანილი მეექვსე მგზავრის მდგომარეობა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე