რეზონანსი
(03.07.2023)

საქართველოს რკინიგზა იუწყება, რომ სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. 

შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები (მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები):

#804 თბილისი-ბათუმი 17:05

#807 ბათუმი-თბილისი 17:15

#801 ბათუმი-თბილისი 18:20

#812 თბილისი-ბათუმი 0:35

#811 ბათუმი-თბილისი 0:45

#869 ზუგდიდი-თბილისი 17:25

#874 თბილისი-ფოთი 17:30

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე