საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის თქმით, საქართველოს ტერიტორიის სანქციების გვერდის ასავლელად გამოყენება, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, წარმოუდგენელია.
"ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ სახე ისე დავკარგოთ, რომ ერთმანეთის შეხედვისას შეგვრცხვეს. თქვენ ხედავთ, ეს ოჩოპინტრე ვაშაძე და მისი წარმომადგენლები გამობრძანდნენ და როგორი აჟიტირებულები იყვნენ. წარმოუდგენელი რამ ხდება. ჩამობრძანებულები იყვნენ ადამიანები, ვინც ამ საკითხზე ყველაზე კომპეტენტურები არიან და მაღალი რანგის ვიზიტი იყო. ვიზიტამდე დაინახეთ, როგორ ამორალურად იქცეოდნენ, როგორი აჟიტირებულები იყვნენ, რომ აი ახლა იქნება სანქციები და აპოკალიფსი ჩვენი ხელისუფლების თუ ჩვენი ქვეყნის თავს და გაწბილებულები დარჩნენ, რადგან ობიექტურად შეუძლებელია, ვინმემ საპირისპირო რამ წარმოადგინოს. ეს ადამიანები წასულები არ იყვნენ და ღიმილი არ ჰქონდათ ამათ შემშრალი სახეზე და ახლა ახალი რაღაცები გამოაცხვეს, რომ სანქციები იქნება. ესენი არიან პრიგოჟინის პარტიის წევრები, პოლიტიკურ სიას ალბათ პრიგოჟინი გააკეთებს და იქ ჩასვამს ამ ადამიანებს, ან პირველ ნომრად ესენი შეიყვანენ პრიგოჟინს. რაღაც სიმბოლურ დატვირთვას როგორც სააკაშვილს მოუძებნეს, ჟენიასაც მოუძებნიან.
ეს ადამიანები არიან ამ ქვეყნის მტრები, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ჩიხლაძეს და სხვების - ოჩოპინტრე ვაშაძის განცხადება რას ნიშნავს? როგორი ამორალურები არიან. წარმოუდგინეთ, რომ პირველივე მოსახვევში, როცა ჟენია აუყირავდათ, ნახეთ, რომ იქაც გამოაცხვეს ვერსიები, რომ სადღაც უნდა შევარდნენ, როგორი ცრუპენტელები არიან და ამორალურები. ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე მათგან განსხვავებით, ჩვენთვის არის ძვირფასი. აქუბარდია და სხვები გამოვარდნენ და სისრულეები ისაუბრეს, ასე როცა გიხარია, ხან ჟენიას მოქმედება და წარმატება, ხან სხვისი.. დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ , "- განაცხადა ღუდუშაურმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე