რეზონანსი
(02.07.2023)

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ქუჩაში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 28 კი დაიჭრა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, სამი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

ინციდენტი ქალაქის სამხრეთში, ბრუკლინ ჰოუმსის რაიონში მოხდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩაში „ბრუკლინის დღეს" ზეიმობდა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მათ 20-დან 30-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მსროლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე