რეზონანსი
(02.07.2023)

რუსმა ოკუპანტებმა შავ ზღვაში „კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა გააორმაგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის" ოპერატიული მეთაურობა ავრცელებს.
მათი ცნობით, ორ წყალქვეშა ნავს დაემატა გემი, რომელიც „კალიბრის" ტიპის რაკეტებითაა აღჭურვილი.
„სამხრეთის" ოპერატიული მეთაურობის ინფორმაციით, „კალიბრების" ჯამური ზალპი 16-მდე გაიზარდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



