
როგორც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, შეიარაღებული აჯანყება იმ ზიანზე მეტყველებს, რომელიც პუტინმა რუსეთს მოუტანა.
„გასაოცარია ის, რომ თავის ქმედებებამდე პრიგოჟინი გამანადგურებელ ბრალდებებს ამბობდა კრემლის მიმართ უკრაინაში შეჭრის ყალბი მიზეზებისა და რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ომის მართვის შესახებ... ამ სიტყვებისა და ქმედებების გავლენა კიდევ გარკვეულ ხანს საგრძნობი იქნება - ნათელი შეხსენება პუტინის ომის გამანადგურებელი გავლენის შესახებ მის საკუთარ საზოგადოებაზე და მის საკუთარ რეჟიმზე", - განაცხადა ბერნსმა.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თქმით, პრიგოჟინის აჯანყება „შეიარაღებული გამოწვევაა რუსული სახელმწიფოსადმი", მაგრამ აღნიშნა, რომ ეს „რუსეთის შიდა საქმეა, რომელშიც შეერთებული შტატები არ იღებდნენ და არ მიიღებენ არანაირ მონაწილეობას".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



