რეზონანსი
(01.07.2023)

ხუთ­შა­ბათს, ნა­შუ­ა­დღევს, ვა­შინგტონ­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ბა­რაკ ობა­მას სახ­ლის მახ­ლობ­ლად მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­კა­ვე­ბუ­ლის ფურ­გონ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მა­ჩე­ტა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი იპო­ვა.

37 წლის ტე­ი­ლორ ტა­რან­ტო, ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თის გა­რე­შე, პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დას­ცემ­და თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას და­კა­ვე­ბამ­დე.

„მე ბა­რაკ ობა­მას სახ­ლის გა­რეთ ვარ", - თქვა მან პირ­და­პირ ეთერ­ში.

გა­ურ­კვე­ვე­ლია იყო თუ არა ობა­მას ოჯა­ხი იმ დროს სახ­ლში. ტა­რან­ტო ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს", - ნათ­ქვა­მია მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბი­ლია, რომ ტა­რან­ტო ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რია და ორი წლის წინ, კა­პი­ტო­ლი­უმ­შიც შე­იჭ­რა. 2021 წლის 6 იან­ვარს კონ­გრე­სის მიერ ამე­რი­კის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცე­დუ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა დრო­საც დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბი თავს და­ესხნენ შე­ნო­ბას, რათა პრო­ცე­სი ჩა­ე­შა­ლათ და ამ გზით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ ჯო ბა­ი­დე­ნის პრე­ზი­დენ­ტად დამ­ტკი­ცე­ბა. მათი რწმე­ნით, არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და და სი­ნამ­დვი­ლე­ში ტრამპმა გა­ი­მარ­ჯვა.

წყარო: ambebi,ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე