რეზონანსი
(01.07.2023)

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა" ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, პერსონალური სანქციები ავიაკომპანიის დამფუძნებელს - თამაზ გაიაშვილსაც დაუწესდა.
„კერძოდ, შეზღუდვები აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიის გავლით ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და საფინანსო ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიების და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



