რეზონანსი
(01.07.2023)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლმენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც გაექცა დებატებს და ამას აქვს მარტივი მიზეზი.

„მათ სათქმელი არაფერი აქვთ. ყველა წინა დებატები პრემიერ-მინისტრთან დასრულდა ანგარიშით 10:0 პრემიერის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც მოლოდინი იგივე იყო და ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ გამართლდა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა, რომ ეს დებატებიც დასრულდა ზუსტად ასეთივე ანგარიშით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე