დილით რომ გამოიღვიძებთ პინოქიოს ფორმაში აღმოჩნდებით, - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რითაც მისი ანგარიში შეაფასა.
გოცირიძემ პრემიერის მიერ მოყვანილ სტატისტიკას სიცრუე უწოდა.
„პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 66 ათასით გაიზარდა. არის თუ არა ეს სწორი? კი, სწორია, მაგრამ თუ ჩვენი 50 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაშინ, როგორ გაიზარდა დასაქმება? - დასაქმება გაიზარდა საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების, ასევე, მცირე რაოდენობით უკრაინისა და ბელარუსიის მოქალაქეების შემოსვლით.
ბატონო ირაკლი [ღარიბაშვილი], ამერიკელი მეცნიერები: დოქტორი ალან ჰირში და პროფესორი ჩარლზ ვულფი მივიდნენ დასკვნამდე, რომ როცა ადამიანი ტყუის, მისი ცხვირი იზრდება. ასე, რომ პინოქიოს ამბავი არ ყოფილა გამოგონილი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე