რეზონანსი
(29.06.2023)
22 წლის ბიჭი, რომელსაც ლიახვში ორი დღე ეძებდნენ ნიკა ტურაშვილია - ის ერედვიდან დევნილი იყო და ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდის ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობისთვის, 22 წლის ბიჭი სოფელ თედოწმინდასთან მეგობრებთან ერთად ლიახვში ბანაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა.
სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი მაშველები, ისე თბილისიდან ჩასული მყვინთავები.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხეს თვითმხილველები.
წყარო: "დაიჯესტი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე