რეზონანსი
(29.06.2023)

მაშველებმა მდინარე ლიახვში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის.

სავარაუდოდ, საუბარია 22 წლის ბიჭის ცხედარზე, რომელიც გუშინ , სოფელ თედოწმინდასთან მეგობრებთან ერთად ლიახვში ბანაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი მაშველები, ისე თბილისიდან ჩასული მყვინთავები.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე