რეზონანსი
(29.06.2023)

საბერძნეთში დააკავეს ქართველი წყვილი, რადგან მათ სამი წლის შვილი უპატრონოდ დატოვეს. შემთხვევა აკროპოლისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ნიცაშიც. ამ შემთხვევაში დედამ 7 წლის გოგონა ავტობუსში დატოვა, რომელიც მძღოლმა მგზავრობის დასრულების დროს შენიშნა. მან შესაბამის სამსახურებს მიმართა. 

პოლიციამ პატარა გოგონა განყოფილებაში გადაიყვანა და მისი 25 წლის დედა იპოვა, რომელიც დააკავეს. ბავშვი გამოკვლევების ჩასატარებლად ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერს მედია.

tv25.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე