რეზონანსი
(28.06.2023)
უკრაინისდ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს მოუწოდა, უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა მიანიჭოს.
„უკრაინის ნატოში გაწევრიანება იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ეს არის ალიანსი, რომელიც იცავს და დაიცავს, და ეს არის ალიანსი, რომელსაც აქვს გამარჯვებულების გამოცდილება და გამარჯვებულების მორალური უპირატესობა, გამარჯვებულები სრულიად სამართლიან თავდაცვაში.
იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს, აუცილებელია, რომ ალიანსში ყველა ჩვენმა პარტნიორმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას შეწყვიტოს კრემლისკენ გახედვა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე