რეზონანსი
(27.06.2023)

მას შემდეგ რაც ჩვენს რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ საქართველოს გავლით რომელიმე ქვეყნის მიმართულებით მომხდარიყოს სანქცირებული პროდუქციის ექსპორტი, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელს, ელჩ ჯეიმს ო ბრაიენს შეხვდა.

„შესაბამისად, საქართველო ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრებთ, მომავალში კიდევ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე