"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე "ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს და კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ ხელისუფლება თავისი შეგნებითა და საქმიანობით რუსია.
"ნინო წილოსანს ანუ იმედი აქვს რომ ოდიშარია მდინარაძე - ცხვირ პირს დამალეწავენ.
ნინო ძვირფასო, ამას მუქარად არ ჩავთვლი, იმიტომ რომ თქვენი მუქარები ფეხებზე მკიდია 11 წელია.
ფეხებს ვერ მომაჭამთ იმიტომ რომ ჩემი იქით გეშინიათ, ზუსტად იცით რომ მართალი ვარ.
რუსები ხართ თქვენი შეგნებით და საქმიანობით, ამას მე კი არ გეუბნებით მხოლოდ, ამას ადასტურებენ თქვენი ქმედებები.
ჩემი საკუთარი ძმაც რომ იყოს ზუსტად ეგრე მოვექცევი.
გენდერული საბჭოს თავმჯდომარეა ეს ქალი ისე", - წერს ანა წითლიძე.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სხდომაზე ანა წითლიძე ბექა ოდიშარიას მუქარას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: "ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში". წითლიძის თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატი არა პრო რუსები, არამედ რუსები არიან.
წითლიძის ამ განცხადებას სხდომაზე გამოეხმაურა ნინო წილოსანი და თქვა, რომ "მამუკა [მდინარაძე] და ბექა [ოდიშარია] დაპირებას შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც პრორუსებს დაგვიძახებს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე