რეზონანსი
(27.06.2023)

მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გირგორიადისი, დღეს, 27 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტთან ლაზარეს მხარდამჭერ აქცია აანონსებს.

"ჩემს შვილს, იმის გამო, რომ არის ორიგინალურად განსხვავებული, აბრალებენ ძალადობას. დაჭერამდე აშავებენ, მერე იჭერენ, მერე სვამენ, შემდეგ უგორებენ რაღაცებს, კერავენ საქმეს და სვამენ ციხეში. დღეს მოსამართლეს ჰქონდა შანსი, რომ გირაო გამოეყენებინა და ლაზარე გამოეშვა, თვითონვე ეთქვა თანხა, მაგრამ ამას არ აკეთებს. ვინც დაიღალა ამ უსამართლობით, ვისაც რუსეთიზაცია უკვე ყელში აქვს, ყველას პარლამენტის წინ ველოდები 20:00 საათზე და ერთად მოვითხოვთ ლაზარეს თავისუფლებაც და ჩვენი საქართველოს დახსნაც", - თქვა ბექა გრიგორიადისმა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგორიადისის პროცესი გაიმართა, მოსამართლემ 21 წლის დაკავებული აქტივისტი პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო სხდომა 11 ივლისს გაიმართება.

სხდომის მიმდინარეობისას სასამართლოს სიტყვით მიმართა გრიგორიადისმა:

მინდა კობახიძე და ღარიბაშვილი მოვიდნენ პროცესზე - ლაზარე გრიგორიადისის მიმართვა

პარალელურად, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო, სასამართლომ დღეს 800 ლარით დააჯარიმა ბექა გრიგორიადისიც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე