რეზონანსი
(26.06.2023)

მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში „ვაგნერის" ამბოხების გამო დაწესებული უსაფრთხოების ყველა შეზღუდვა მოიხსნა, - ინფორმაციას რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.

შეზღუდვების მოხსნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმაც.

„ვხსნით ყველა შეზღუდვას, რომელიც დაკავშირებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღებასთან", - განაცხადა მერმა.

მან მადლობა გადაუხადა მოსკოველებს „სიმშვიდისთვის და გაგებისთვის".

კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ვორონეჟის ოლქშიც გაუქმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე