რეზონანსი
(25.06.2023)

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის, 1 მცირეწლოვანი დაშავდა. შემთხვევა თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

მძღოლი და 4 მგზავრი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე