რეზონანსი
(25.06.2023)

არ მინდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პოლემიკა გავმართო - კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია პოლარიზაციის გაღრმავებისკენ,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ, „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ, „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას მოსახლეობა შეაფასებს.
„ არ მინდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პოლემიკა გავმართო, ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მინდა რაღაც ისე გამოვიდეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაფასებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია პოლარიზაციის გაღრმავებისკენ", - აღნიშნა კალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





