რეზონანსი
(24.06.2023)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამის შესახებ „სიენენი" წერს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან, რომლის დროსაც „ვაგნერის" დამფუძნებლისა და კრემლს შორის დაძაბული ვითარება განიხილეს.
როგორც „სიენენი" იუწყება აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დღეს გამთენიისას აცნობეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





